понедельник, 6 июля 2015 г.

დღე მეცხრე

დღევანდელ ტრენინგზე მოვისმინეთ კოლეგების პრეზენტაციები და საკუთარი პრეზენტაციები ავტვირთეთ ჩვენს ბლოგებზე. ვფიქრობ საინტერესო და მნიშვნელოვანი ტრენინგი იყო, გმადლობ, დიმიტრი!

ჩემი პორტფოლიოს საქაღალდე

среда, 1 июля 2015 г.

დღე მერვე

დღევანდელ  ტრენინგზე განვიხილეთ შემდეგი საკითხები:

  •  დაგეგმვა მოსწავლეთა წარმატებისათვის ;
  • ფასილიტაცია ტექნოლოგიების გამოყენებით,
რომლებიც დაგვეხმარება პროექტის ეფექტურად და მიზანმიმართულად წარმართვაში;
მივუბრუნდით სასწავლო გეგმას და შევავსეთ გამოტოვებული ადგილები;
ვიმუშავეთ წყვილებსა და ჯგუფებში, რაც საინტერესო და სახალისო იყო.

вторник, 30 июня 2015 г.

დღე მეშვიდე

დღევანდელი ტრენინგზე გავეცანით მოსწავლეთა პროექტების შეფასებას.  განვიხილეთ შეფასების სტრატეგიები, გავეცანით შეფასების ჩეკლისტებსა და კრიტერიუმებს. მნიშვნელოვანი იყო ასევე თვითშეფასების დღიურების წარმოებაც. გავიგეთ როგორ უნდა შევაფასოთ და რა უნდა გავითვალისწინოთ მოსწავლეთა ნაშრომების შეფასებისას..
გადავხედეთ პროექტის გეგმასაც და შევიტანეთ ცვლილებები.

понедельник, 29 июня 2015 г.

დღე მეექვსე


 საინტერესო და მნიშვნელოვანი იყო გარდნერის მრავალმხრივი ინტელექტისთეორიის  მიხედვით  მოსწავლეებზე სასწავლო პროცედურების გაწერა. 
მნიშვნელოვანი და საინტერესო იყო, აგრეთვე, მოსწავლეთა თვალით დანახული დვალებების წარმოდგენა powerpoint-ის გამოყენებით.

пятница, 26 июня 2015 г.

 დღე მეხუთე

 ვიმუშავეთ წყვილებში, სადაც ერთმანეთს გავუზიარეთ ჩვენი პროექტების პრეზენტაცია. ვიმსჯელეთ, შევასრულეთ დავალება ,,3,2,1" , გამოვხატეთ ჩვენი დამოკიდებულება პრეზენტაციის მიმართ, გავითვალისწინეთ ერთმანეთის რჩევები და რეკომენდაციები, რაც  დაგვეხმარა პროექტის უკეთ დაგეგმვაში.

четверг, 25 июня 2015 г.

ჩემი პროექტის პრეზენტაცია



დღე მეოთხე
  • დღეს შევეხეთ მასწავლებლის პრეზენტაციას, რომლის ეფექტურად მომზადებაც  ნათელ წარმოდგენას გვიქმნის  ჩვენ მიერ განხორციელებული პროექტის შესახებ;
  • განვიხილეთ შეფასების სხვადასხვა სტრატეგიები, რომლების სწორად განხორციელებაც  მნიშვნელოვანია მოსწავლეთა განვითარებისათვის.

понедельник, 22 июня 2015 г.

დღე მესამე

  • დღეს ვისაუბრეთ ჩვენი პროექტის დაგეგმვაზე;
  •  სტანდარტების გათვალისწინებაზე;
  •  მიმართულებების მიმცემი საქკვანძო კითხვების ფორმულირებაზე;
  •  განახლებულ ბლუმის ტაქსონომიაზე.

суббота, 20 июня 2015 г.

დღე მეორე

       ჩემი პროექტის მიზანია მოსწავლეებს გავაცნო არასტანდარტული და სტანდარტული სიგრძის საზომი ერთეულები და მათი გამოყენებით შეძლონ  თავიანთთვის  სასურველი ობიექტების  გაზომვა.
                    პროექტის დასრულების შემდეგ ბავშვები შეძენილ ცოდნასა და უნარ-ჩვევებს გამოიყენებენ ყოველდღიურ ცხოვრებაში. 
            დღევანდელ ტრენინგზე შევქმენით ბლოგები და ვიმუშავეთ პუბლიკაციებზე.